1773348202
ვფიქრობ, პუტინი ირანს შეიძლება ცოტათი ეხმარებოდეს - ჩვენც ვეხმარებით უკრაინას - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიიჩნევს, რუსეთი ირანს „ცოტათი“ ეხმარება, თუმცა ამის გასამართლებლად უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე მიუთითა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
„ვფიქრობ, ის [ვლადიმირ პუტინი] ირანს შეიძლება ცოტათი ეხმარებოდეს, კი, ასე მგონია. ის კი, ალბათ, ფიქრობს, რომ ჩვენ უკრაინას ვეხმარებით, ხომ ასეა?“ - აღნიშნა ტრამპმა Fox News Radio-სთან ინტერვიუში.
„დიახ, ჩვენც ვეხმარებით [უკრაინას]“, - განაგრძო ტრამპმა. „ასე რომ, ის [პუტინი] ამას ამბობს, და ჩინეთიც იმავეს იტყოდა. იცით, ეს დაახლოებით ასეა: ჰეი, ისინი ამას აკეთებენ და ჩვენც ვაკეთებთ. ისინიც აკეთებენ და ჩვენც“.











