ვენესუელა ამერიკაში ბანდების წევრებს, ნარკოდილერებსა და ნარკოტიკულ საშუალებებს გზავნის, რაც მიუღებელია - ტრამპი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელა ამერიკაში ბანდების წევრებს, ნარკოდილერებსა და ნარკოტიკულ საშუალებებს გზავნის, რაც მიუღებელია.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაიწყებს თუ არა ამერიკა ვენესუელის მატერიკულ ნაწილზე დარტყმებს, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ, რა მოხდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი დარტყმის შემდეგ სამხრეთ კარიბის ზღვის აუზში საზღვაო გადაზიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა.

ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამერიკამ სამხრეთ კარიბის ზღვის აუზში სამხედრო ხომალდები განათავსა. ოფიციალურმა პირებმა ეს ნაბიჯი ნარკოტიკებთან ბრძოლის ოპერაციად მიიჩნიეს და ვენესუელიდან ნარკოტიკების გადამტან გემზე თავდასხმა განახორციელეს, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.