1771275704
ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა
ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ის ჟენევაში „სამართლიანი და თანასწორი შეთანხმების მისაღწევად“ იმყოფება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, არაღჩიმ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელთან, რაფაელ გროსისთან შეხვედრისას საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობა განიხილა.
ცნობისთვის, ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სამშაბათს, 17 თებერვალს ჟენევაში გაიმართება. მედიის ინფორმაციით, ვიზიტის დროს კონსულტაციების რამდენიმე ეტაპი გაიმართება.
მოსალოდნელია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში სიტყვით გამოვა გაერო-ს განიარაღების კონფერენციაზე.










