„ვაშინგტონიდან სხვადასხვა დონეზე მოვისმინეთ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება გამორიცხულია - ეს არის ის, რაც ჩვენ გვაკმაყოფილებს და ჩვენს პოზიციას ემთხვევა“ - პესკოვი

პესკოვი

კრემლის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთი კმაყოფილია ტრამპის ადმინისტრაციის წინადადებით, რომელიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გამორიცხავს.

დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება „რუსეთის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“.

„ჩვენ ვაშინგტონიდან სხვადასხვა დონეზე მოვისმინეთ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება გამორიცხულია. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაკმაყოფილებს და ჩვენს პოზიციას ემთხვევა“, - თქვა პესკოვმა.

ცნობისთვის, The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ თეთრმა სახლმა უკრაინულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის წინადადებები გადასცა. გამოცემის ცნობით, წინადადებათა შორის არის ყირიმის ანექსიის აღიარება და უარი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე.