ვაჰაგნ ხაჩატურიანი: ჩვენ უკვე სტრატეგიული თანამშრომლობის პუნქტამდე მივიყვანეთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა - ძალიან სასიხარულოა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში სტუმრობა

ვაჰაგნ ხაჩატურიანი

ძალიან სასიხარულოა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში სტუმრობა, - განაცხადა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.

„ჩვენ უკვე სტრატეგიული თანამშრომლობის პუნქტამდე მივიყვანეთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. ჩემს პატივცემულ კოლეგასთან, პრეზიდენტ ყაველაშვილთან ერთად მეტად მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. ჩვენი განხილვადი საკითხები იყო ეკონომიკის, კულტურის, საგანმანათლებლო სპექტრი.

მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთი აქტიურად ემზადება გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის მე-17 კონფერენციისა და ევროპული სამოქალაქო მე-8 ფორუმისთვის და ველით საქართველოს თანამონაწილეობას.

შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ რეგიონული საკითხები, შევეხეთ 8 აგვისტოს გაფორმებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას“, - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.