ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ისრაელსა და ირანს, მოვლენების შემდგომი ესკალაციისგან თავი შეიკავონ

ursula fon der laini

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოუწოდებს ისრაელსა და ირანს, მოვლენების შემდგომი ესკალაციისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

„აუცილებელია, რომ რეგიონმა შეინარჩუნოს სტაბილურობა და ყველა მხარემ თავი შეიკავოს შემდგომი ქმედებებისგან“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

დღეს დილით ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანა - ცნობა ტელეკომპანია ABC-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ისპაჰანის თავზე სამი დრონი ჩამოაგდო, რასაც მცირე აფეთქებები მოჰყვა, თეირანში აცხადებენ, რომ ისპაჰანში მომხდარის გამო ისრაელს არ უპასუხებენ.