ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ის უკრაინის შესახებ სამშვიდობო გეგმას ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან განიხილავს

 ფონ დერ ლაიენი

 ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ის ამერიკელების მიერ მომზადებულ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, რომელმაც უკრაინაში ომის დასრულებას უნდა შეუწყოს ხელი, ევროპელ ლიდერებთან განიხილავს.

გარდა ამისა, როგორც ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრება და შეხვედრებს გამართავს აგრეთვე მსოფლიო ლიდერებთან იოჰანესბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში.

„გუშინ 28-პუნქტიანი გეგმა გამოქვეყნდა. ჩვენ შექმნილ ვითარებას ევროპელ ლიდერებთან და აქ, „დიდი ოცეულის“ ფარგლებში მსოფლიო ლიდერებთან განვიხილავთ. მე აგრეთვე საკითხის განსახილველად პრეზიდენტ ზელენსკის დავეკონტაქტები. მთავარი არის საკვანძო პრინციპი, რომელსაც ყოველთვის ვემხრობოდით: არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.