ურსულა ფონ დერ ლაიენი ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს ესაუბრა

ურსულა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა.

„კიევზე მასიური დარტყმების შემდეგ, რომელმაც ჩვენი ოფისები დააზიანა, ახლახან პრეზიდენტ ზელენსკის, შემდეგ კი დონალდ ტრამპს ვესაუბრე. პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს. ჩვენ უკრაინისთვის მტკიცე და სანდო უსაფრთხოების გარანტიებით სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა უზრუნველვყოთ, რაც ქვეყანას „ფოლადის ზღარბად“ აქცევს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

მისი თქმით, „ევროპა თავის როლს სრულად შეასრულებს“.

„მაგალითად, ჩვენი თავდაცვითი მექანიზმი SAFE, მამაცი უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერების მიზნით მნიშვნელოვანი იქნება“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.