ურსულა ფონ დერ ლაიენი: მშვიდობას ენერგომატარებლების გლობალური მიწოდებისთვის „კრიტიკული მნიშვნელობა“ აქვს

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საჭიროა, რომ ირანთან ომი მოლაპარაკებების გზით დასრულდეს.

მისი თქმით, ის ძალიან შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების გამო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პრობლემა სამშვიდობო მოლაპარაკებებით გადავწყვიტოთ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში დაასრულებს მტრულ მოქმედებებს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, ენტონი ალბანეზთან გამართული პრესკონფერენციის დროს.

როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირის ზოგი ქვეყანა მზადაა დაეხმაროს „მისიას“ ჰორმუზის სრუტის დაცვაში ომის დასრულების შემდეგ.

„ყველანი ვგრძნობთ ჩვენი ბიზნესისა და საზოგადოებისთვის გაზსა და ნავთობზე ფასების ზრდას“, - დასძინა მან და აღნიშნა, რომ სავაჭრო არხი „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ ენერგომატარებლების გლობალური მიწოდებისთვის.