თბილისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
1784662715
უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიამ „ფიდესმა“ განაცხადა, რომ სამშაბათს, გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს იმ ოფისებში, სადაც მისი ინტერნეტ-სერვერებია განთავსებული და ახალი მთავრობა პარტიის საქმიანობის აღკვეთის მცდელობაში დაადანაშაულა.
ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიამ განაცხადა, რომ „ავტორიტარული რეჟიმი ახალ დონეზე გადავიდა“.
„პროკურატურის გამომძიებლები გაფრთხილების გარეშე გამოცხადდნენ მონაცემთა დამუშავების ცენტრში, სადაც პარტია „ფიდესის“ სერვერებია განთავსებული, იმ განზრახვით, რომ ამოეღოთ პარტიის მთელი საკომუნიკაციო სისტემა და მონაცემთა ბაზები. 1990 წლიდან, კომუნიზმის დაცემის მომენტიდან, უნგრეთში მსგავსი პრეცედენტები არ ყოფილა“, - ნათქვამია განცხადებაში.