უნგრეთის მთავრობის სპიკერი: უნგრეთი მშვიდობის მხარეს დგას და ამ პოზიციას თანმიმდევრულად წარადგენს ყველა ფორუმზე

ზოლტან კოვაჩი

უნგრეთი მშვიდობის მხარეს დგას და ამ პოზიციას თანმიმდევრულად წარადგენს ყველა ფორუმზე, - განაცხადა უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა.

ზოლტან კოვაჩი გამოეხმაურა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, მანფრედ ვებერის ინტერვიუს გაზეთ Die Zeit-თან, რომელშიც მან განაცხადა, რომ სურს უკრაინაში, ევროკავშირის დროშის ქვეშ, გერმანელი ჯარისკაცები იხილოს. მისი თქმით, ევროპამ აქტიური როლი უნდა იკისროს სამშვიდობო პროცესების უზრუნველყოფაში და ეს საკითხი მხოლოდ ამერიკულ ძალებს არ უნდა მიანდოს.

კოვაჩის შეფასებით, „რეალურად, ეს არა მშვიდობა, არამედ ომისკენ მიმართული აშკარა ესკალაციაა“.

„უნგრეთს არ სურს ასეთი „საშობაო საჩუქარი“. ეს განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ ბრიუსელის გარკვეული ნაწილი კვლავ ომის მხარეს რჩება, მაშინ როცა უნგრელები მშვიდობის მხარეს დგანან. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ან ჩვენი მოქალაქეები ომზე ორიენტირებული ლოგიკის მსხვერპლნი გახდნენ. გაზაფხულზე ჩვენ მკაფიოდ დავუბრუნებთ ამ გზავნილს მათ, ვინც უნგრელი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებს. უნგრეთი მშვიდობის მხარეს დგას და ამ პოზიციას თანმიმდევრულად წარადგენს ყველა ფორუმზე“, - დასძინა უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა.