უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ძალების მიერ ოდესაზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა

ოდესა

რუსულმა ძალებმა გასული ღამის განმავლობაში ოდესაზე იერიში მიიტანეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე საცხოვრებელი შენობები გახდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.

მათივე ინფორმაციით, რუსული დრონები ოდესაზე შავი ზღვის მიმართულებიდან შეიჭრნენ.

მედიის ცნობით, მაშველებმა ერთ-ერთი შენობიდან ერთი ადამიანი გადაარჩინეს და კიდევ 20 მცხოვრები, მათ შორის ორი ბავშვი, გაიყვანეს. იერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. მეორე შენობაში კი, თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.