პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1786033939
პოლონეთის ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) უკრაინელების დეპორტაციის პროექტის წამოყენებას გეგმავს - ინიციატივა ეხება მხოლოდ გაწვევის ასაკის იმ მამაკაცებს, რომლებიც პოლონეთში ოფიციალურად არ არიან დასაქმებულნი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
პროექტი ითვალისწინებს დეპორტაციის სპეციალური ცენტრების შექმნას, რამაც მთელი პროცესი უნდა გაამარტივოს და დააჩქაროს.
პარტიის წევრმა, ტობიაშ ბოხენსკიმ აღნიშნა, რომ ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.
„ამასთან დაკავშირებით, მომავალი მთავრობის ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნება იმ გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცების დეპორტაცია, რომლებიც პოლონეთში ოფიციალურად არ მუშაობენ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, იბრძოლონ საკუთარი სამშობლოსთვის, რათა ამ ომის საშინელება სწრაფად დასრულდეს. პოლონეთის სახელმწიფო კი ამაში მათ მკვეთრად, კატეგორიულად და უკომპრომისოდ დაეხმარება“, - განაცხადა ბოხენსკიმ.
2025 წელს პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ქვეყანაში დარეგისტრირებულ უმუშევარ უკრაინელთა რაოდენობა 11 ათასზე ოდნავ მეტს შეადგენდა. უწყებას სქესის მიხედვით ზუსტი მონაცემები არ გამოუქვეყნებია, თუმცა ამ ჯგუფის უმრავლესობას ქალები შეადგენენ.
PiS-ის წინადადების თანახმად, დეპორტაცია შესაძლოა შეეხოთ იმ მამაკაცებსაც, რომლებიც ე.წ. „რუხ ზონაში“ იმყოფებიან, ანუ არ გააჩნიათ ლეგალური დასაქმება.