უკრაინის თავდაცვის მინისტრად მიხაილ ფედოროვი დაინიშნა

მიხაილ ფედოროვი

უკრაინას თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს. უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა მიხაილ ფედოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას.

კერძოდ, ფედოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ხმა მისცა 277-მა დეპუტატმა.

პარლამენტის ტრიბუნიდან ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავარი უსაფრთხოების გარანტი მისი თავდაცვის ძალებია.

„საჭიროა ყოვლისმომცველი ცვლილებები. ჩვენი მიზანია სისტემის შეცვლა: არმიის რეფორმის ჩატარება, ფრონტის ხაზზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კორუფციის აღმოფხვრა და ლიდერობისა და ნდობის ახალი კულტურის დამკვიდრება“, – განაცხადა ფედოროვმა.

ფედოროვმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს „უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების აუდიტის“ ჩატარებას, რათა „იპოვოს დამატებითი შესაძლებლობები სამხედრო პერსონალის ფინანსური და სოციალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ ფედოროვის კანდიდატურა , 2 იანვარს წარადგინა