1750402427
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებს ახალი მეთაური ჰყავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ახალ მეთაურად გენერალ-მაიორი გენადი შაპოვალოვი დანიშნა.
თავდაცვის უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შაპოვალოვი საბრძოლო გამოცდილების მქონე ოფიცერია, რომელიც ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის "სამხრეთის" ჯარებს მეთაურობდა.
ოფიციალური ინფორმაციითვე, ის ასევე ასრულებდა ამოცანებს ვისბადენში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პარტნიორებთან.