ვინც 4 ივნისს იტირებს, თუნდაც ბედნიერებისგან... - რა გავლენას იქონიებს ხვალინდელი ცრემლები მომავალზე
1748988509
რუსეთის მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შემდეგ, უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალი, მიხაილo დრაპატი თანამდებობიდან გადადგა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელებში დაწერა.
„ეს გააზრებული ნაბიჯია, რომელსაც ჩემი პირადი პასუხისმგებლობა მკარნახობს. 239-ე პოლიგონზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რა დროსაც ჩვენი მებრძოლები დაიღუპნენ. როგორც სარდალმა, ვერ შევძელი ჩემი ბრძანებების სრულად შესრულების უზრუნველყოფა. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა“, - დაწერა დრაპატიმ.
სასწავლო ცენტრზე იერიში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გუშინ მიიტანეს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა.