უკრაინის რადამ თანამდებობიდან გადააყენა აგრარული პოლიტიკისა და საკვების მინისტრი, რომელსაც სახელმწიფოს კუთვნილი მიწის მითვისებაში ადანაშაულებენ

უკრაიან

უკრაინის რადამ თანამდებობიდან გადააყენა აგრარული პოლიტიკისა და საკვების მინისტრი მიკოლა სოლსკი, რომელსაც სახელმწიფოს კუთვნილი მიწის მითვისებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Telegram-ზე უკრაინელი დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი წერს.

მისივე ინფორმაციით, სოლსკის გადაყენებას 273-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მიკოლა სოლსკის პროკურატურა 7 მილიონი დოლარის ღირებულების სახელმწიფო მიწის არაკანონიერ მითვისებას ედავება. სასამართლომ სოლსკი 1,9 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას კიევიდან გასვლა და ყოფილ თანამშრომლებთან კომუნიკაცია ეკრძალება.