უკრაინის რადა გენერალური პროკურორი გადაყენების საკითხს ხვალ განიხილავს

უკრაინის რადა

კორუფციული სკანდალის გამო გადამდგარი გენერალური პროკურორის თანამდებობიდან დათხოვნის საკითხს უკრაინის რადა ხვალ განიხილავს. მანამდე ყოფილი გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო კორუფციულ საქმიანობაში მისი უწყების წინააღმდეგ საქმის გამომძიებლებს, კერძოდ ანტიკორუფციულ ბიუროსა და ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს.

კრავჩენკო უკრაინაში აღარ იმყოფება და ქვეყნის დატოვების შემდეგ სოციალურ ქსელებში ანტიკორუფციულ ორგანოებზე მის ხელთ არსებული საქმის მასალების გამოქვეყენა დაიწყო.