20 აგვისტოს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1787159834
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყანაში არჩევნების ჩატარების შესახებ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის მოწოდებას ეხმაურება.
„ბიბისის“ ვოლიდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ იდეა, საომარი მოქმედებების დროს არჩევნების ჩატარების შესახებ, რეალიზმს არის მოკლებული.
გამოცემის ცნობით, ადმინისტრაციის წარმომადგენლმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან უცნაურია არჩევნების დაგეგმვა „რაკეტებისა და დრონების თანხლებით“.
„ეს რეალიზმის სრულ ნაკლებობაზე მიუთითებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა. ფედოროვის თქმით, უკრაინამ უნდა იპოვოს კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესის განახლების საშუალებას მისცემს, თუნდაც გაჭიანურებული ომის პირობებში.