უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

რუსლან კრავჩენკო

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. რუსლან კრავჩენკოს გადაწყვეტილება უკანონო ქოლცენტრების მფარველობის საქმეზე მისი უწყების მაღალჩინოსნის დაკავებას მოჰყვა. კრავჩენკომ სქემასთან კავშირი უარყო.

Telegram-არხზე გავრცელებულ მიმართვაში რუსლან კრავჩენკომ აღნიშნა, რომ ეს მისი გააზრებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

მაღალჩინოსნის განცხადებით, მისთვის მიუღებელია, "გენერალური პროკურორის პოსტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცეს".