მოსკოვის აეროპორტებში ფრენები შეზღუდულია

კი

 მოსკოვის აეროპორტებში ფრენები შეზღუდულია, მიზეზი რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით უკრაინის მხრიდან გაშვებული 60-მდე დრონია.

რაც შეეხება უკრაინაში არსებულ ვითარებას, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ამ წუთებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ხარკოვში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული თავდასხმის შემდეგ, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს ოდესის ოლქსაც. სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე იერიშს, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.