"უკრაინას, აშშ-ს და ევროპელებს სურთ მშვიდობა, მაგრამ ჩვენ გვინდა მტკიცე და გრძელვადიანი მშვიდობა" - ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

„უკრაინას, აშშ-ს და ევროპელებს სურთ მშვიდობა, მაგრამ ჩვენ გვინდა მტკიცე და გრძელვადიანი მშვიდობა", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა არის რუსეთი, რომელმაც ომი დაიწყო.

"ნორმალურია, რომ ამ გეგმის დასასრულებლად მაგიდასთან სხედან, როგორც უკრაინელები, ისე ევროპელები. ხვალ და შემდგომ დღეებში ერთობლივ გეგმას შევიმუშავებთ. ჩვენ მხოლოდ ერთი პრობლემა გვაქვს. ეს არის რუსეთი, რომელმაც დაიწყო ეს ომი. თანახმა თუ არიან ცეცხლის შეწყვეტაზე, შეხედეთ ჰუმანიტარულ სიტუაციას უკრაინაში, არა მხოლოდ აღმოსავლეთში, არამედ ყველგან, შეხედეთ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას, მსხვერპლს მოქალაქეებში. რუსეთის შეჩერება აუცილებელია," - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.