უებარი რეცეპტი დედა ელისაბედისგან - ძლიერი იმუნიტეტი და დაცვა ალცჰაიმერისგან
1777410699
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააძლიერა.
მედიის ცნობით, პუტინმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ რუსეთის ქალაქ ტუაფსეში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა.
მისივე თქმით, ადგილობრივი გუბერნატორი შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა და მოახსენა, რომ ამ დროისთვის სერიოზული საფრთხეები არ არსებობს.
„სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დრონების თავდასხმები სულ უფრო ხშირი ხდება. უახლესი მაგალითია ტუაფსეში ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები, რამაც შესაძლოა, სერიოზული გარემოსდაცვითი შედეგები გამოიწვიოს. თუმცა გუბერნატორმა განაცხადა, რომ ის ადგილზე იმყოფება და, როგორც ჩანს, სერიოზული საფრთხეები არ არსებობს. ხალხი ადგილზე უმკლავდება მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა პუტინმა.