1754511189
უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, აუცილებელია ამ პროცესში ევროპისა და აშშ-ის ჩართულობაც - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, აუცილებელია ამ პროცესში ევროპისა და აშშ-ის ჩართულობაც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები შეაჯამა და განაცხადა, რომ ისინი თანხმდებიან შემდეგზე: „სწორედ რუსეთი უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და რეალურ დიპლომატიას, რომელსაც შეუძლია მშვიდობის გარანტირება“.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის „ომი ევროპის წინააღმდეგ“.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს განიხილებოდა ლიდერების დონეზე შეხვედრების პოტენციური ფორმატები.