სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს
1768578423
უკრაინა მშვიდობის მისაღწევად მტკივნეულ დათმობებზე უნდა წავიდეს, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების გარეშე უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება.
„ევროპისთვის მტკივნეულია, რომ შეერთებული შტატები კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მე მჯერა, რომ სამშვიდობო გეგმაში არის მთელი რიგი მტკივნეული დათმობები, რომლებზეც უკრაინა უნდა წავიდეს და მზადაა, წავიდეს კიდეც, იმ პირობით, რომ ეს მშვიდობამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა პაველმა.
ამავდროულად, ჩეხეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ „ყველა ღონე უნდა იხმაროს“ იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამშვიდობო შეთანხმების პირობები შესრულდება.
„მე მჯერა, უკრაინამ ბევრი რამ გააკეთა, რომ შემოთავაზებული გადაწყვეტა მისაღები ყოფილიყო“, – დაასკვნა პაველმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებას არა ვლადიმერ პუტინი, არამედ ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს.