1749455584
უკრაინა და მოკავშირეები ძალიან ახლოს არიან იმ მომენტთან, როდესაც რუსეთი შესაძლოა იძულებული გახდეს დაასრულოს ან სულ მცირე შეაჩეროს ომი - ვოლოდიმირ ზელენსკი

საჰაერო განგაშია გამოცხადებული უკრაინის რეგიონებში. ამოქმედებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აფეთქებების ხმა ისმის კიევსა და ხარკოვში.
საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინა. დრონებით დარტყმის საშიშროების გამო, პარალიზებულია რუსეთის ოთხი აეროპორტი. ამასთანავე "ტელეგრამ" არხების ცნობით, აფეთქებების ხმების გამთენიისას ისმოდა ქალაქ ჩებოქსარში.
"ეი ბი სი ნიუსთან" საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინა და მოკავშირეები ძალიან ახლოს არიან იმ მომენტთან, როდესაც რუსეთი შესაძლოა იძულებული გახდეს დაასრულოს ან სულ მცირე, შეაჩეროს მაინც ომი, თუმცა ამისთვის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მკაცრი სანქციები უნდა დაუწესოს.
აქვე, უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი თავდაცვის სისტემები ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართა. საუბარია 20 000 დრონსაწინააღმდეგო რაკეტაზე, რომელზე შეთანხმებაც კიევს, ჯერ კიდევ ამერიკის ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ჰქონდა.