შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1764340625
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკო თქმით, უკრაინა არასდროს დაბრუნდება რუსეთის კოლონიად. ამის შესახებ მან „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პეტრო პოროშენკო, რომელიც უკრაინის პრეზიდენტი 2014-2019 წლებში იყო, აღნიშნავს, რომ უკრაინას სჭირდება ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ერთიანობა, რათა გადარჩეს, ხოლო უკრაინის მიწა არანაირ ფასად არ იყიდება.
რაც შეეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას, პოროშენკოს თქმით, ამაზე კომპრომისზე წასვლა შეუძლებელია.
უკრაინის ყოფილმა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა წლების განმავლობაში კარგად თანამშრომლობდა აშშ-ის პრეზიდენტთან და შეაქო იგი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისა და ნატო-ს შესახებ მოლაპარაკებებში თვითონ უკრაინა უნდა იყოს ჩართული.
„პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა. ვერავინ იქნება ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგი, ხოლო რუსეთს ესმის მხოლოდ ერთი ენა – ეს არ არის რუსული, არამედ ძალის ენა“, – განაცხადა პოროშენკომ.
„სქაი ნიუსის“ ჟურნალისტმა პოროშენკოს ასევე ჰკითხა უკრაინაში მომხდარი სკანდალის შესახებ, რაზეც ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა – არავისთვის არის საიდუმლო, რომ მას ამჟამინდელი ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი არ მოსწონს.
„მხოლოდ შიდა ერთიანობას შეუძლია ჩვენი ერის გადარჩენა. მხოლოდ საერთაშორისო ერთიანობას შეუძლია ჩვენი ერის გადარჩენა“, – განაცხადა პოროშენკომ.