უამინდობის გამო, შარლ დე გოლის აეროპორტში 100-მდე ფრენა გადაიდო, დიდთოვლობის მიზეზით, 40-მდე რეისი გაუქმდა ორლის აეროპორტშიც

შარლ დე გოლი

უამინდობის გამო, შარლ დე გოლის აეროპორტში 100-მდე ფრენა გადაიდო, დიდთოვლობის მიზეზით, 40-მდე რეისი გაუქმდა ორლის აეროპორტშიც. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მოყინული გზების გამო, პარიზში და დედაქალაქის გარეუბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდა. მოძრაობაც შეჩერდა, მუშაობას განაგრძობს მეტრო.

"France 24" წერს, რომ ბოლო დღეებში საფრანგეთში ამინდთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევებს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.