1752067151
ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, მარსელის აეროპორტი დროებით დახურეს

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის, მარსელის აეროპორტი დროებით დახურეს.რეისების ნაწილი ნიცაში გადაამისამართეს.
ჯერ უცნობია, როდის განაახლებს აეროპორტი მუშაობას. ხანძარი სწრაფად ვრცელდება, რასაც ძლიერი ქარი უწყობს ხელს. მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ტყის ხანძარი მძვინვარებს მარსელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლე პენ-მირაბოშიც, სადაც მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლი უკიდია ტყის მასივს საფრანგეთის სამხრეთ- დასავლეთ ნაწილში, ნაბრონში.