რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს
1768497071
პოლონეთი გრენლანდიაში ჯარისკაცებს არ გააგზავნის, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ,დონალდ ტუსკმა და დასძინა, რომ ნატოს ერთი ქვეყნის თავდასხმა მეორის ტერიტორიაზე იქნება „სამყაროს დასასრული ისეთი სახით, როგორითაც მას ვიცნობთ“.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის და ამერიკამ ის უნდა დაისაკუთროს, რათა თავიდან აიცილოს მისი ოკუპაცია რუსეთის ან ჩინეთის მიერ. მან აღნიშნა, რომ გრენლანდიის - რომელიც დანიის ავტონომიური ტერიტორიაა - უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ვარიანტი განიხილება.
„ნატოს ერთი წევრი ქვეყნის მიერ ნატოს მეორე წევრი სახელმწიფოს ნაწილის ხელში ჩაგდების მცდელობა პოლიტიკური კატასტროფა იქნებოდა“, - განაცხადა ტუსკმა პრესკონფერენციაზე.
„ეს იქნებოდა სამყაროს დასასრული, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ; სამყაროსი, რომლის გარანტიც ნატოს სოლიდარობა იყო, რაც აკავებდა კომუნისტურ ტერორთან ან აგრესიის სხვა ფორმებთან ასოცირებულ ბოროტ ძალებს“, - დასძინა მან.