16 იანვარს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ნათურა

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 16 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს და აბონენტებს აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, ელექტროენერგია შემდეგ ქუჩებზე გაითიშება:

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, V კვარტლების (ნაწილობრივ), ლევან ცისკარიშვილის, ევგენი მიქელაძის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეტრიწის და მირიან მეფის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.