1768506850
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სლოვენია დაამარცხა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი მომდინარეობს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი სლოვენიასთან გამართა. ჯგუფიდან სამი გუნდი გადიოდა და მესამე გამსვლელი ადგილისთვის სწორედ სლოვენია და საქართველო იბრძოდნენ.
ქართველებმა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარეს და 22:11 გაიმარჯვეს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო – 8:8. მესამე პერიოდი კი ჩვენმა გუნდმა 6:2 მოიგო და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა.
სლოვენია-საქართველო 11:22
3:4, 5:4, 2:6, 1:8
საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (3 გოლი), დადვანი (2), შუშიაშვილი (3), ბითაძე, ვასიჩი (2), ადეიშვილი (2), სარიჩი (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (2), ტანკოშიჩი (3), პიეშივაცი (2), ვლაჰოვიჩი (2).












