არსებობს ცუნამის საშიშროება... - ფილიპინებში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
1701532923
„ტერორისტები, რომლებიც ცდილობენ თურქეთში მშვიდობის და სტაბილურობის შერყევას, მიზანს ვერასოდეს მიაღწევენ“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განაცხადა.
ერდოღანმა მომხდარს „ტერორისტების ერთ-ერთი ბოლო აგონია“ უწოდა.
გარდა ამისა, ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა.
ერდოღანის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები, რომელმაც დაარღვია მსოფლიო ეკონომიკის ბალანსი, „ყოველდღიურად ვლინდება სხვადასხვა ასპექტში“.
მან აღნიშნა, რომ ინფლაციის მაჩვენებლებმა მთელ მსოფლიოში მიაღწია უმაღლეს დონეს ბოლო 60-70 წლის განმავლობაში.
მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში „ვერავინ, მათ შორის განვითარებული ქვეყნებიც კი, ვერ ხედავენ ნათელ მომავალს“.
ერდოღანმა თქვა, რომ ნეგატიური ტენდენციები „უნებლიეთ თურქეთსაც შეეხება“.