თურქეთში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

თურქეთში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16:19 საათზე, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში დაფიქსირდა.

ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.