1748980445
თურქეთში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა - არიან დაშავებულები

თურქეთში, მუღლა-აიდინის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
მედიის ცნობით, კომერციული ავტომობილი საგზაო ნიშნის ბოძს შეეჯახა. დარტყმის სიძლიერისგან, ავტომობილი ორად გადატყდა. ავარიის დეტალები ვიდეოთვალთვალის კამერებმა დააფიქსირა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილი ავტომობილს მძღოლია.