თურქეთის ქალაქ იზმირში ტყის ხანძრებს ებრძვიან

კო

თურქეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ იზმირში ტყის ხანძრებთან ბრძოლას ძლიერი ქარი აფერხებს. თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის, იბრაჰიმ იუმაკლის თქმით, ცეცხლის ქრობის პროცესში 1000-ზე მეტი მეხანძრე, 11 თვითმფრინავი და 27 შვეულფრენი მონაწილეობს.

როგორც იუმაკლი განმარტავს, ძლიერი კვამლის გამო სამი ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაწერეს.

ამათან, კვამლის გამო იზმირის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ოთხ სოფელში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრით დაზარალებული ტერიტორიის ზუსტი ფართობი უცნობია.