გერმანიის მთავრობაში ვარაუდობენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტზე გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში მიიღებენ

ევროკავშირის სანქციები

გერმანიის მთავრობაში ვარაუდობენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში იქნება მიღებული.

„ახლა ის ელჩების დონეზე განიხილება და ამ კვირის ბოლოს სლოვაკეთში ხელახლა განიხილება კომისიის მიერ“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.

ევროკომისიამ 10 ივნისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესება დააინიცირა, რაც, სავარაუდოდ, რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლებს, ბანკებსა და სამხედრო ინდუსტრიას შეეხება.