1773951610
თურქეთის ქალაქ ადანაში ავტობუსი გადაბრუნდა - 2 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
რამადანის დღესასწაულის პირველ დღეს, თურქეთის ადანას პროვინციაში ავარია მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, კოზანის რაიონში ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ორი მგზავრი დაიღუპა და 23 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.
მანამდე, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოქალაქეებს მოუწოდა, გზებზე სიფრთხილე გამოეჩინათ.
“ნუ დაუშვებთ შეცდომებს, რომლებიც დღესასწაულის სიხარულს შელახავს“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.











