თურქეთის პრეზიდენტი ოპოზიციას კანონის უზენაესობის პატივისცემისკენ მოუწოდებს

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოპოზიციას კანონის უზენაესობის პატივისცემისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ერდოღანმა საგანგებო განცხადება სტამბოლში „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ოფისში განვითარებული მოვლენების შემდეგ გაავრცელა.

„თურქეთში არავინაა კანონს მიღმა. სასამართლო გადაწყვეტილების კრიტიკა ერთია, ხოლო მისი იგნორირება - მეორე. სასამართლო გადაწყვეტილების არაღიარება - კანონის უზენაესობის პრინციპის მძიმე დარღვევაა. ჩვენ ამას არ მოვითმენთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

სამართალდამცველების შენობაში შესვლის შესაჩერებლად პარტიის წევრებმა საოფისე ინვენტარით ბარიკადები აღმართეს. შედეგად, პარტიის ლიდერებს, მათ მხარდამჭერებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა.

ოფისის კართან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა.