„თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1751226440
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, სულ მცირე, 30 ადამიანი დააკავა, რომლებიც პრაიდის მარშში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება, რის შემდეგაც პოლიციელები აქტივისტებს მანქანაში სვამენ.
სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციში მარში უკანონოდ გამოაცხადეს და აღნიშნეს, რომ ღონისძიების მხარდამჭერი ჯგუფები „უკანონოდ“ მოქმედებდნენ.
თურქეთის ხელისუფლება პრაიდის მარშებს 2015 წლიდან კრძალავს, რის მიზეზადაც საზოგადოების უსაფრთხოების და დაცვის საკითხები სახელდება.