ექიმმა გულის ოპერაციაზე მარტო მოსული 4 წლის პაციენტი იშვილა
1774991998
თურქეთის დასავლეთ პროვინცია მუღლასთან გასაბერი ნავი ჩაიძირა, რომლითაც მიგრანტები გადაჰყავდათ, რის შედეგადაც სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სანაპირო დაცვის სამსახური ავრცელებს.
ნავი ამინდის არახელსაყრელი პირობების გამო ჩაიძირა.
სანაპირო დაცვის ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის რეგიონში სანაპირო დაცვის ვერტმფრენი და ამ დრომდე 21 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ამ დროისთვის უცნობია, საიდან გავიდა ნავი ან სად მიემართებოდა.
ეგეოსის ზღვას ათასობით მიგრანტი, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში გადასვლას ცდილობენ, სატრანზიტო მარშრუტად ხშირად იყენებს.