ავარია სანაპიროზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1747653558
ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხის აეროპორტში, სარეკლამო ბანერის ჩამოვარდნის შედეგად, ყაზახეთის მოქალაქე ქალი დაიღუპა, კიდევ ორი ქალი კი დაშავდა. ინფორმაციას ეგვიპტური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაზარალებულები ყაზახეთის დედაქალაქში, ასტანაში მიფრინავდნენ და აეროპორტის მეორე ტერმინალში საკუთარ რეისს ელოდებოდნენ.
ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს განმარტებით, მიუხედავად ინტენსიური სამედიცინო დახმარებისა, ქალი, მიღებული ტრავმების შედეგად, აეროპორტის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სამედიცინო დახმარების შემდეგ დასტაბილურდა.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, ქვეყნის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.