ტურისტებმა სანაპიროზე 200 წლის წინ დამარხული ადამიანის ნეშტი იპოვეს - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

police

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინას სანაპიროზე, ტურისტებმა შემთხვევით ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს, რომელიც 200 წლის წინ იყო დამარხული. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინციდენტი გასულ პარასკევს მოხდა. ტურისტებმა აღმოჩენის შესახებ შერიფის ოფისს შეატყობინეს.

პოლიციამ სანაპიროს ის ნაწილი შემოღობა სადაც ტურისტებმა ადამიანის ნეშტი იპოვეს. დაწყებულია გამოძიება.

ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით: “ადგილს ისტორიული მნიშვნელობა აქვს და ოდესღაც აქ მე-19 საუკუნის დასახლება მდებარეობდა, რომელიც ედინგსვილის სანაპიროს სახელით იყო ცნობილი.

მათივე განცხადებით: ”ადრეული ნიშნები მიუთითებს, რომ ნეშტი შესაძლოა დიდი ხნის წინ დავიწყებული სამარხიდან იყოს“.