„25 წელი წამში დასრულდა...“ - ვაზიანში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ
1755288881
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ, თუ რუსეთი უკრაინისა და აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივ შეხვედრას არ გამართავს, მაშინ ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები უნდა გაამკაცროს.
როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, მან საკუთარი მოსაზრება აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსაც გაუზიარა.
„პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში მე ვთქვი, რომ თუ სამმხრივი შეხვედრა არ იქნება და რუსეთი ომის სამართლიან დასრულებას გაექცევა, სანქციები უნდა გამკაცრდეს. სანქციები - ეს მოქმედი ინსტრუმენტია. საჭიროა უსაფრთხოების უზრუნველყოფა საიმედოდ და დიდი ხნით, როგორც ევროპის, ის შეერთებული შტატების მონაწილეობით. უკრაინისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინის მონაწილეობით უნდა განიხილებოდეს, და არცერთი საკითხი, მათ შორის ტერიტორიული, უკრაინის გარეშე არ უნდა გადაწყდეს“, - დაწერა ზელენსკიმ.