„მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით..." - ცნობილი ექსტრასენსების პროგნოზები 2025 წლისთვის
1748893324
ავსტრიის ქალაქ გრაცში მცხოვრები წყვილი 12-ჯერ დაქორწინდა და განქორწინდა, მაგრამ ეს ამის მიზეზი ჭირვეულობა ან ცვალებადი ხასიათი კი არა, ფინანსური ინტერესი გახდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ისინი პირველად 1982 წელს დაქორწინდნენ და ექვსი წლის შემდეგ განქორწინდნენ.
ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, განქორწინებიდან 2,5 წლის შემდეგ ქალს შეუძლია ე.წ. ქვრივის პენსია ანუ ერთჯერადი დახმარება მიიღოს.
გამჭრიახმა ცოლ-ქმარმა ამ შესაძლებლობით სარგებლობა გადაწყვიტა. ისინი 12-ჯერ დაქორწინდნენ და განქორწინდნენ.
მეუღლეების მაქინაციები მხოლოდ 2022 წელს გამოვლინდა. ბოლო განქორწინება, რომელიც დარეგისტრირება მაისში სცადეს, ხელისუფლებამ არ აღიარა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ წყვილმა თაღლითობის გზით 326 ათასი ევრო მიიღო.