ცნობილი რუსი მსახიობი დაკავებულია ბავშვთა პორნოგრაფიული ფოტოების გადაღება-გავრცელებისთვის

ვლადიმერ კოლგანოვი

ცნობილი რუსი მსახიობი, ვლადიმერ კოლგანოვი, რომელიც „გატეხილი ფარნების ქუჩებით“ გახდა ფართო მასებისთვის ცნობილი, ბრალდებულია ერთი და ორი წლის ბავშვების პორნოგრაფიული ფოტო-მასალების გავრცელებაში.

სანქტ-პეტერგის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო ძიების დირექტორატმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი მამაკაცის წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ბავშვების პორნოგრაფიული მასალების დამზადება და გავრცელებისთვის. მსხვერპლები ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვები არიან.

„კოლგანოვი ერთ-ერთი ბრალდებულია სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც არასრულწლოვანი მსხვერპლების გამოყენებით პორნოგრაფიული მასალის გავრცელებას და შემდგომში სურათების სოციალურ მედიაში გავრცელებას ეხება. 2007 წელს მან სურათები სოციალურ ქსელ VKontakte-ზე გაავრცელა“, - ნათქვამია რუსულ მედიაში.

ცნობილი მსახიობი ბრალს არ აღიარებს. ის 47 წლისაა.