ლონდონის აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა
1752426156
ცნობილი გახდა Air india-ს პილოტების ბოლო სიტყვები, რომლებიც მათ ერთმანეთს ავიაკატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე უთხრეს. Daily mail-ის ინფორმაციით, ეს სიტყვები ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად ერთ-ერთი “საკვანძო გასაღები” შეიძლება გახდეს.
მედიის ცნობით, ავიაკატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე, პილოტებს შორის გამართული დიალოგის დროს, ერთ-ერთმა მათგანმა იკითხა, რატომ შეუწყდა თვითმფრინავს საწვავის მიწოდება.
საყოველთაო არეულობის ფონზე, ისმის ერთ-ერთი პილოტის კითხვა მეორეს: “რატომ გამორთეთ საწვავის მიწოდება”, მეორე კი პასუხობს: “არა“.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი კომენტარები გააკეთა ბორტის კაპიტანმა სამიტ საბჰარვალმა და რომელი მეორე პილოტმა, კლაივ კუნდერიმ. ასევე უცნობია, რომელმა პილოტმა გადასცა საგანგებო სიგნალი: “არანაირი გაწევა არ გვაქვს... ვარდნა...“
ინდოელი გამომძიებლების ანგარიშის თანახმად, Boeing 787 Dreamliner-მა სავარაუდოდ გაწევა დაკარგა, როდესაც საწვავის გამორთვის გადამრთველები თითქმის ერთდროულად ამუშავდნენ, რის გამოც, ძრავები საწვავის გარეშე დარჩა.
ცნობისთვის, Boeing 787 Dreamliner-ი 12 ივნისს, აჰმადაბადის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, მეგანი ნაგარის საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 241 ადამიანო ემსხვერპლა და ხმელეთზე კიდევ 19 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ჩამოვარდნას მხოლოდ 1 მგზავრი გადაურჩა.