ცნობილი ამერიკელი უფლებადამცველი, ჯესი ჯექსონი გარდაიცვალა

ჯესი ჯექსონი

ცნობილი ამერიკელი უფლებადამცველი, ჯესი ჯექსონი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Sky News-ი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც მედია აღნიშნავს, ჯექსონს 2017 წელს პარკინსონის დიაგნოზი დაუსვეს. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ის მკურნალობდა.

ჯესი ჯექსონი 1941 წლის 8 ოქტომბერს სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ გრინვილში დაიბადა. ის ახალგაზრდობაშივე დაინტერესდა შავკანიანების პრობლემით.

ჯექსონმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ორჯერ მიიღო მონაწილეობა, 1984 და 1988 წლებში.