მილიონერი, რომელიც მოსკოვის კომერციული უძრავი ქონების ნახევარს ფლობდა, თავის სახლში მოკლული იპოვეს
1772654480
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გვიან ღამით ირანის ქალაქებში ისპაანსა და ყუმში ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები დაბომბა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
„ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ყუმში გაანადგურეს ბალისტიკური რაკეტის გამშვები პუნქტი, რომელიც მზად იყო რაკეტა ისრაელის ტერიტორიისკენ გაეშვა. გარდა ამისა, დარტყმა განხორციელდა ისპაანში მდებარე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაზე“, - აღნიშნულია „ცაჰალის“ განცხადებაში.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება, ისპაანში მდებარე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებთან საბრძოლველად იყო მზად.