„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: ისრაელის ძალები ყურადღებით აკვირდებიან სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენებს და მზად არიან ძალისმიერი პასუხი გასცენ ისრაელის წინააღმდეგ ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას

ეიალ ზამირი

ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ეიალ ზამირი აცხადებს, რომ სამხედრო ძალები „მზად არიან ძალისმიერი პასუხისთვის“, თუ ყურეში ესკალაციის ფონზე ირანი ისრაელს ამოიღებს მიზანში.

„ჩვენი ძალები განლაგებულია ყველა სექტორში; ისინი იბრძვიან და იმყოფებიან მყისიერ მზადყოფნაში ნებისმიერი სცენარისთვის - როგორც ახლო, ისე შორ მანძილზე“, - განაცხადა ზამირმა.

„ისრაელის თავდაცვითი ძალები, თავისი ყველა სისტემით, ინარჩუნებს მაღალ საბრძოლო მზადყოფნას“, - დასძინა მან.

ზამირის თქმით, სამხედრო ძალები „ყურადღებით აკვირდებიან სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენებს“ და „მზად არიან ძალისმიერი პასუხი გასცენ ისრაელის წინააღმდეგ ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას“.